განხორციელებული პროექტები
I. კვლევის ორგანიზება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ციფრული საჭიროების მიმართულებით
კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დისტანციური სწავლებისა და COVID-19-თან დაკავშირებული სასწავლო პროცესების მართვის გამოწვევებთან მიმართებაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ICT ინფრასტრუქტურის ტექნიკურ-ორგანიზაციული შესაბამისობის დადგენა კანონთან, ახალი ავტორიზაციის სტანდარტთან. კვლევით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით კი მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები. კვლევის ძირითადი მიზნიდან გამომდინარე განისაზღვრა ათი საკვლევი საკითხი: IT სპეციალისტის პროფესიული საჭიროებები და გამოწვევები; ადამიანური რესურსების საჭიროებები და გამოწვევები; პროფესიული მასწავლებლების გამოწვევები; სწავლა-სწავლების პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები; ონლაინ სწავლებისას პროფესიული სტუდენტის გამოწვევები; მატერიალური რესურსების მდგომარეობა, საჭიროებები და გამოწვევები; ავტორიზაციის სტანდარტთან შესაბამისობა; კრიტიკული ინფორმაციული რესურსის დაცვის მდგომარეობა; პერსონალური ინფორმაციის დაცვის მდგომარეობა; ვიდეო მონიტორინგის სისტემების მდგომარეობა. თითოეული საკითხის შესასწავლად განისაზღვრა კვლევის მეთოდოლოგია და სამიზნე აუდიტორია. მოცემული მიმართულებების სრულყოფილი შეფასებითა და ანალიზით შესაძლებელი გახდა პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში ციფრული ტექნოლოგიების მდგომარეობის შესახებ რეკომენდაციების მომზადება.
II. კიბერმდგრადობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის ტექნოლოგიების სერვისების განვითარება კოლეჯებში ახალი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად
პროექტი მიზნად ისახავს ICT ინფრასტრუქტურისა და სერვისების შემუშავებასა და დანერგვას, ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შესაბამისად, რაც მოემსახურება კოლეჯის უკეთ ფუნქციონირებას და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომობის ზრდას გაწეული მომსახურებისთვის. პროექტის მიზანია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადამიანური რესურსების ცნობიერების ამაღლება კიბერუსაფრთხოების შესახებ. პროექტის მიზანია კონცეპტუალური დოკუმენტის შექმნა კოლეჯის ICT– სთან, პროფესიული განათლების სექტორში ავტორიზაციის ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რაც შეიძლება იყოს სახელმძღვანელო სხვა კოლეჯებისთვის, ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შესრულების პროცესში. პროექტი მიზნად ისახავ შექმენას „სტუდენტური აპლიკაცია“, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა პროცესების ავტომატიზაციას, პროცესების ეფექტურობის გაზრდას, სასწავლო-სწავლების პროცესის მხარდაჭერას, მათ შორის დისტანციური კომპონენტის დანერგვას
III. საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში ექსტრაკურიკულარული აქტივობების პოლიტიკისა და პრაქტიკის განვითარება პროფესიული განათლების საზოგადოების სწავლის შედეგებისა და კომპეტენციების გასაძლიერებლად
პროექტის მიზანია კონცეფტუალური დოკუმენტის შემუშავება საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო სივრცეში კლასგარეშე ღონისძიებების უზრუნველყოფის სისტემის შესახებ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის წარდგენა. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და მასწავლებლების ტრენინგი. პროფესიული განათლებისა და მეცნიერების სექტორის, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების შესახებ ცნობიერების ამაღლება პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის მნიშვნელობაზე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში.